Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება ?

ბოლო დღეებში კილიან მბაპეს სახელი იუვენტუსს არაერთხელ დაუკავშირეს, რასაც DailyMail-იც ადასტურებს.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ რეკორდული თანხის, 400 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს და ამ ტრანსფერს კრიშტიანუ რონალდუ შეეწირება, რომელიც სეზონში ანაზღაურების სახით 31 მილიონ ევროს იღებს, ტურინელები კი ორივე მათგანისთვის ხელფასის გადახდას ვერ მოახერხებენ.

არ არის გამორიცხული, რომ იუვენტუსმა პსჟ-ს მბაპეს ტრანსფერის სანაცვლოდ პორტუგალიელი ვარსკვლავი შესთავაზოს.