Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი რემსის გაყიდის

იუვენტუსში პანდემიის შემდგომი კრიზისის პირველი მსხვერპლი შესაძლოა აარონ რემსი იყოს.

ევროპული გრანდების აბსოლუტური უმრავლესობა უდიდეს დანაკარგებს განიცდის და არც იუვენტუსია გამონაკლისი.გუნდის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს,ხარჯები შეამციროს.

ხარჯების შემცირების ყველაზე ეფექტური ხერხი კი ფეხბურთელების გაყიდვაა,მითუმეტეს ისეთის,როგორიც აარონ რემსია,რადგან ბრიტანელი ფეხბურთელი კვირაში გასაოცარ 400,000 ევროს იღებს და სეზონის ნახევარზე მეტი ლაზარეთში უწევს ყოფნა.

29 წლის ფეხბურთელი,რომელიც იუვენტუსს გასულ სეზონში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა,არც დღევანდელ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას ტრავმის გამო.

რემსის შეძენის სურვილი მანჩესტერ იუნაიტედმა გამოთქვა,თუმცა თუ ბრიტანელს ინგლისში დაბრუნება სურს,ხელფასის შემცირებაზე დათანხმება მოუწევს.

უელსელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სასტარტოდან მხოლოდ 12 შეხვედრა დაიწყო.მას იუვენტუსთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.