Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი რემსის გაშვებას და კესის დამატებას გეგმავს…

იტალიური მედიის ინფორამციით, იუვენტუსი ზაფხულში მილანის ნახევარმცველის ფრანკ კესის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს, თუმცა პირველ რიგში ტურინელებს გუნდიდან აარონ რემსის გაშვება მოუწევს.

უელსელი ფეხბურთელი, რომელიც მაქს ალეგრის ფავორიტი მოთამაშე არ გახლავთ, სეზონში ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს იღებს და მისი გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, იუვენტუსი კესის მოთხოვნილ 8-9 მილიონ ევროს უპრობლემოდ გადაიხდის.

კესის მილანთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და როსონერის მისი შენარჩუნება სურს, მაგრამ მილანის შეთავაზებულ (6.5) და კესის მოთხოვნილ (8-9) ხელფასებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა, ამიტომ ჯერჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება.

იუვენტუსის გარდა, კესის უფასოდ დამატებაზე მუშაობას პსჟ და რამდენიმე ინგლისური გრანდი გეგამვს, ამიტომ როსონერის კოტ-დიუვარელთან შესათანხმებლად არც თუ ისე ბევრი დრო რჩება.