Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი რემსის მოშორებას ცდილობს

ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია,რომ იუვენტუსმა ტოტენჰემს აარონ რემსის იჯარა შესთავაზა.

რემსი იუვენტუსში გასულ ზაფხულს გადავიდა,თუმცა იტალიელები მის მოშორებას უკვე ცდილობენ,მათ გლობალური კრიზისის გამო ხარჯების შემცირება უნდათ.

ბიანკონერიმ უელსელი ფეხბურთელის იჯარა რამდენიმე გუნდს შესტავაზა,თუმცა პრობლემა მისი ხელფასია.აარონ რემსი კვირაში 400,000 ევროს გამოიმუშავებს.

The Sun-ის მტკიცებით,ლაპარაკი მხოლოდ იჯარაზეა,რადგან იუვენტუსი რემსის 30 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის,ამ თანხის გადახდის მსურველები კი არ ჩანან.

რემსიმ პრემიერ ლიგაში თამაშის პერიოდში,არსენალის მაისურით 371 შეხვედრა გამართა,სადაც თავი 65 გოლით და 65 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.მისი იტალიური კარიერა კი კარგად არ აეწყო,24 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა.

რემსიმ 2018 წელს Daily Mail-თან ინტერვიუში აღნიშნა,რომ ის ტოტენჰემის მაისურს არასოდეს მოირგებდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.