Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი რენატო სანჩესის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს

იუვენტუსი სასუოლოსთან მანუელ ლოკატელის ტრანსფერის ფორმულაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს და ბიანკონერი მისი ალტერნატიული ვარიანტების ძიებაშია.

Tuttosport-ის ცნობით, ტურინელები ნეროვერდის უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ შეხვდებიან და საბოლოო წინადადებით მიმართავენ, უარის შემთხვევაში კი მოლაპარაკებებს შეწყვეტენ და ნახევარდაცვის გაძლიერებას სხვა კანდიდატურებით შეეცდებიან.

წყაროს ცნობით, ბიანკონერის უპირველესი სამიზნე ლილის პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატო სანჩესი იქნება, რომელსაც ფრანგული გუნდის დატოვება და უფრო მაღალი დონის გუნდში გადასვლა სურს. 23 წლის ფეხბურთელს ლილი დაახლოებით 30 მილიონად აფასებს, თუმცა გუნდი მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება ჩაიდება.