Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი რენატუ სანჩესის ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ლილის პორტუგალიელი ნახევარმცველის რენატუ სანჩესის ტრანსფერით ინტერესდება.

Tuttosport-ის ცნობით, ბოლო დღეებში იუვენტუსმა ბრაზილიელი ნახევარმცველის არტურის თაობაზე არაერთი გუნდის მხრიდან წინადადებები მიიღო და არ არის გამორიცხული, რომ მან ბიანკონერის რიგები დატოვოს, ასეთ შემთხვევაში კი იუვეს დირექტორი კერუბინი 24 წლის ნახევარმცველის დამატებას შეეცდება.

სანჩესს მიმდინარე კონტრაქტი ფრანგულ გუნდთან 2023 წლის ზაფხულში ეწურება და მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 30-35 მილიონი ევროა.