იუვენტუსი როველას ტრანსფერს უახლოეს საათებში დაადასტურებს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსს ჯენოას უნიჭიერესი ფეხბურთელის, ნიკოლო რაველას ტრანსფერამდე ერთი ნაბიჯი აშორებს და შეთანხმება რამდენიმე საათში გაოფიციალურდება.
წყაროს მტკიცებით, იუვენტუსი 19 წლის ტალანტის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდის და ფეხბურთელს იჯარის წესით 2 სეზონის განმავლობაში ჯენოაში დატოვებს, რომ მან განვითარება გააგრძელოს.
ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერით ინტერიც ინტერესდებოდა, თუმცა იუვენტუსმა ჯენოას მოთხოვნილი თანხის გადახდა მოახერხა და კიდევ ერთი იტალიელი ტალანტი იგდო ხელთ.