Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი როველას ტრანსფერს დღეს გააოფიციალურებს

ნიკოლო როველას სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება და Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდება.

19 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ასაკის მიუხედავად ჯენოას პირველ გუნდში გადასვლა მოახერხა, იუვენტუსის ინტერესთა სფეროში ზაფხულიდან იმყოფება.

წყაროს ინფორმაციით, როველა იუვესთან კონტრაქტს დღეს გააფორმებს, თუმცა სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით ის სეზონის ბოლომდე ჯენოაში დარჩება. ტურინელებს ახალგაზრდა იტალიელი ტალანტი 10 მილიონი ევრო დაუჯდებათ.