Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი რომანიოლის არ ივიწყებს

იუვენტუსის ინტერესზე მილანის ცენტრალური მცველის ალესიო რომანიოლის მიმართ იტალიურ მედიაში უკვე რამდენიმე თვეა იწერება და ტურინში მაქს ალეგრის დაბრუნებას სიტუაცია არ შეუცვლია.

რომანიოლის მილანთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მილანს ფეხბურთელთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები არც კი დაუწყია, ამიტომ მისი გუნდიდან წასვლვლა მიმდინარე სატრანასფერო ფანჯრის პერიოდში საკმაოდ შესაძლებელია და ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე იუვენტუსი იქნება.

SportMediaset-ის ინფორმაციით, თუ იუვენტუსს მერიჰ დემირალი დატოვებს, რომელსაც ატალანტად და დორტმუნდს უკავშრებენ, ბიანკონერი მილანთან რომანიოლისთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს წამოიწყებს და იტალიელი ფეხბურთელის დამატებას ეცდება.