Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი რომანიოლის არ ეშვება

იტალიურ მედიაში იუვენტუსიდან მერიჰ დემირალის შესაძლო წასვლის შესახებ ხმები არ წყდება და რამდენიმე გავლენიანი გამოცემის ინფორმაციით, ბიანკონერიმ თურქი უკანახაზელის 2 შესაძლო შემცვლელი უკვე შეარჩია.

Tuttosport-ის მტკიცებით, მერიჰ დემირალს მსურველები არ აკლია და მისი გაყიდვით ბიანკონერი საკმაოდ მსუყე კაპიტალის შევსებას მიიღებს, რაც გუნდს სატრანსფერო ფანჯარაზე მოქმედების უფრო მეტ თავისუფლებას მისცემს

წყაროს ცნობით, დემირალის წასვლის შემთხვევაში იუვენტუსი მილანის კაპიტანის ალესიო რომანიოლის დამატებას ეცდება, რომელიც ძირითადი შემადგენლობის წევრად აღარ მოიაზრება და სათამაშო დროის სიმწირის გამო მას გუნდის დატოვება სურს.

მეორე ვარიანტი კი ფიორენტინას ახალგაზრდა მცველი ნიკოლა მილენკოვიჩია, თუმცა თუ რომანიოლის ღირებულება 25 მილიონია, იები მილენკოვიჩს 35 მილიონ ევროდ აფასებენ.

გათიშვა