Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი რონალდუს გამოემშვიდობა

ტურინის იუვენტუსმა ლეგენდარულ პორტუგალიელ ფეხურთელს კრიშტიანუ რონალდუს გამოსამშვიდობებელი ვიდეო მიუძღვნა.

რონალდუ იუვენტუსის რიგებს მადრიდის რეალიდან 2018 წელს, 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ბიანკონერის რიგებში ჩატარებულ 113 მატჩში 101 გოლის გატანა მოახერხა, პროცესში კი მან 5 ტიტული მოიგო.

კრიშტიანუ მანჩესტერში 15 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა, რომელსაც ბონუსების სახით 8 მილიონი დაემატება. ვეტერანი ფორვარდი წითელი ეშმაკების რიგებში 2 სეზონს გაატარებს.