Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი რონალდუს გაყიდვას განიხილავს

კორონა ვირუსის გამო იუვენტუსის ფინანსური მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. ტურინელებმა უკვე დაახლოებით 130 მილიონი ევრო დაკარგეს და სამწუხაროდ ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება.

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ბიანკონერი პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვას განიხილავს. მისი კონტრაქტი 2022 წლის ივნისში იწურება და კრირო სეზონში ხელფასის სახით 30 მილიონ ევროს იღებს, რაც გუნდის მე-2 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის, დე ლიხტის ხელფასს დაახლოებით 4-ჯერ აღემატება.

ჯერჯერობით ერთადერთი გუნდი, რომელსაც რონალდუს ხელფასის გადახდა შეუძლია პსჟ-ა, თუმცა ფრანგები რონალდუს ყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოინდომებენ, თუ გუნდს კილიან მბაპე დატოვებს, რაც მისი ფასიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია…