Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი რონალდუს გაშვებით 80 მილიონს დაზოგავს…

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, პსჟ-სა და იუვენტუსს შორის რონალდუს ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება და პორტუგალიელის პარიზში გადაბარგების შემთხვევაში, იუვენტუსი 80 მილიონს დაზოგავს.

ბიანკონერი კრიშტიანუს სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, რასაც მისი წლიური ხელფასი დაემატება და ტურინელებს 80 მილიონად ერთი ტოპ ფეხბურთელის დამატების საშუალება ექნება.

პსჟ რონალდუს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ გუნდი მბაპესთან ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს და მათ ფრანგი ტალანტის გაყიდვა მოუწევთ.