Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი რონალდუს სეზონის ბოლოს დაემშვიდობება ?

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი სეზონის ბოლოს კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვას განიხილავს და არ არის გამორიცხული, ლეგენდარული პორტუგალიელი პსჟ-ში ვიხილოთ.

გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნათლად გამოჩნდა, რომ იუვენტუსი შემადგენლობის გაახალგაზრდავებას ცდილობს და შემდეგი ნაბიჯი სწორედ რონალდუს გაშვება იქნება.

გუშინ მოგახსენეთ, რომ იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დორტმუნდის შემტევის, ჰაალანდის გაფორმებას აპირებს და რონალდუს გაყიდვით გუნდი კარგ ფინანსურ შევსებას მიიღებს, რასაც კრიშტიანუსთვის გადასახდელი 31 მილიონი ევრო დაემატება…