Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი რონალდუს ტურინში თამაშის იმედს არ კარგავს

დღეს კრიშტიანუ რონალდუს კორონა ვირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და სამწუხაროდ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ვირუსის დამარცხება ჯერჯერობით ვერ მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ UEFA-ს უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით ის ბარსას წინააღმდეგ თამაშს ვერ მოახერხებს.

მიუხედავად ამისა, ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი UEFA-ს თხოვნით მიმართავს და იმ შემთხვევაში, თუ კრიშტიანუს ტესტი კორონა ვირუსზე თამაშამდე 48 საათით ადრე უარყოფითი იქნება, იმედი აქვს, რომ პორტუგალიელს თამაშის ნებას მისცემენ.