Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი რონალდუ-იკარდის ბარტერის წინააღდეგია

პსჟ-ს ინტერესზე კრიშტიანუ რონალდუს მიმართ უკვე დიდი ხანია იწერება და ფრანგული მედია ვარაუდობდა, რომ პარიზელები იუვენტუსს პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მაურო იკარდის შესთავაზებდა.

თუმცა, La Repubblica-ს ინფორმაციით, იუვენტუსი აღნიშნული ბარტერის წინააღმდეგია და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელშიც რონალდუს გაცვლიან, მანჩესტერის პოლ პოგბაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ლეგენდარული პორტუგალიელის სანაცვლოდ 35-40 მილიონის მიღება სურთ.