Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი სავიჩის დამატებას ეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, სიმონე ინძაგის წასვლის შემდეგ ლაციოს დატოვების სურვილი რამდენიმე ფეხბურთელმა, მათ შორის სერგეი მილინკოვიჩ სავიჩმა გამოთქვა.

26 წლის სერბ ფეხბურთელს მსურველები უკვე დიდი ხანია არ აკლია, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ზაფხულში ლაციოს ნახევარმცველი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს და მისი გაფორმების ერთ-ერთი მთავარი მსურველი იუვენტუსი იქნება.

ბიანკონერი ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და სერგეი მაქს ალეგრის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა. ტრანსფერს ფეხბურთელის ღირებულება აფერხებს, რადგან ლოტიტო მის სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა წყაროს ცნობით, ბიანკონერი ტრანსფერში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის ჩართვას გეგმავს და იმედი აქვს, რომ ლაციო ფეხბურთელის მოთხოვნის გამო თანახმა იქნება…