Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი სამპდორიას ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

იტალიური მედიის ინფორამციით, იუვენტუსი სამპდორიას ახალგარდა ტალანტის მიკელ დამსგაარდის ტრანსფერით ინტერესდება და მზად არის გენუელებს ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს.

Rai Sport-ის ჟურნალისტის პაოლო პაგანინის მტკიცებით, ბიანკონერი სამპდორიას 21 წლის დანიელი ვინგერის სანაცვლოდ ფედერიკო ბერნარდესკის სთავაზობს.

დამსგაარდმა დანიის ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და იუვენტუსის გარდა მის ტრანსფერს არაერთი ევროპული გრანდი უმიზნებს. სამპდორია ფეხბურთელს 20-25 მილიონ ევროდ აფასებს.