Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი სარისთან კონტრაქტს თვის ბოლოს გაწყვეტს

ტურინის იუვენტუსი მაურიციო სარისთვის ხელფასის გადახდას განაგრძობს და თვის ბოლოს ბიანკონერის კიდევ 2.5 მილიონის გადახდა მოუწევს.

სარიმ იუვენტუსი გასული სეზონის სტარტზე ჩაიბარა და სკუდეტოს მოპოვების მიუხედავად, ბიანკონერის ხელმძღვანელობამ მისი გაშვება და გუნდის პირლოსთვის ჩაბარება გადაწყვიტა.

სარის იუვენტუსთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა ბიანკონერის სეზონის ბოლოს ხელშეკრულების გაწყვეტა 2.5 მილიონის სანაცვლოდ შეეძლება, რაც გუნდს დაახლოებით 5 მილიონს დაუზოგავს, ამის შემდეგ კი სარი დიდი ალბათობით რომას თავკაცი გახდება.

გათიშვა