Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი სარის კონტრაქტს 2.5 მილიონის სანაცვლოდ გაწყვეტს

რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსი მაურიციო სარის კონტრაქტში არსებულ პუნქტს აამოქმედებს და მის მიმდინარე კონტრაქტს ერთი სეზონით ადრე, 2.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაწყვეტს, რაც გუნდს დაახლოებით 5 მილიონს დაუზოგავს.

მაურიციო სარიმ იუვენტუსს მხოლოდ 1 სეზონი უხელმძღვანელა და სკუდეტოს მოგება მოახერხა, მაგრამ ის მაინც გაუშვეს და იუვეს დღემდე მისთვის ხელფასის გადახდა უწევდა.

კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, იტალიელი სპეციალისტი დიდი ალბათობით რომის ლაციოს ჩაიბარებს.

გათიშვა