Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი სასუოლოსთან სკამაკას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

იუვენტუსი ფორვარდის ძიებას განაგრძობს და ბოლო საათებში ტურინულ გრანდს ყველაზე ხშირად სასუოლოს იტალიელი ფორვარდის ჯანლუკა სკამაკას სახელს უკავშირებენ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და სასუოლოს შორის სკამაკას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს ფეხბურთელის ფასიანი იჯარით აყვანა სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით. სასუოლო მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა გამოსასყიდ თანხად 25 მილიონის მითითება სურს, ტურინელებს კი 20 მილიონზე მეტის გადახდა არ უნდათ…