Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი სასუოლოს ხვალ შეხვდება…

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე სასუოლოსთან კიდევ ერთ შეხვედრას ხვალ გამართავს.

იტალიელი ნახევარმცველის ტრანსფერზე ინტერესი არსენალმა, მანჩესტერ სიტიმ, რეალმა და დორტმუნდმა გამოთქვეს, მაგრამ ფეხბურთელის პრიორიტეტი იუვენტუსში თამაშია და მხარეები ტრანსფერის ფორმულის ძიებას განაგრძობენ, რომელიც ორიეე მათგანს დააკმაყოფილებს.

იუვენტუსს ლოკატელის გაფორმება კიეზას ტრანსფერის ფორმულით სურდა, იჯარა, გამოსყიდვის ვალდებულებით, სატრანსფერი თანხა კი რამდენიმე სეზონზე გადანაწილდებოდა, მაგრამ სასუოლომ ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.

სავარაუდოდ იუვენტუსს ლოკატელის ტრანსფერში რადუ დრაგუშინის, ნიკოლო ფაჯიოლის ან ფელიქს კორეას ჩართვა მოუწევს.