Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 ტრანსფერის განხორციელებას ეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთი ფორვარდის და ნახევარმცველის გაფორმებას შეეცდება.

შეტევის გასაძლიერებლად იუვენტუსის პრიორიტეტული კანდიდატი მაურო იკარდი გახლავთ, თუმცა იუვენტუსი არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ ფულის გადახდას არ აპირებს და მისი დამატება იჯარით სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

ნახევარდაცვაში კი ტურინელები ბარსელონადან მირალემ პიანიჩის დაბრუნებას ცდილობენ და ნიკოლა ბალიჩეს ინფორამციით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

მოიზე კინს რაც შეეხება, ის იუვენტუსში 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რაც რონალდუს წასვლის შემდეგ ვაკანტური გახდა და მისი წლიური გასამრჯელო 2.5 მილიონი იქნება.