Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი სევილიას მცველს უმიზნებს

Tuttosport-ის და Calciomercato-ს ინფორმაციით, ბიანკონერი სევილიას უკანახაზელის, დიეგო კარლოსის ტრანსფერს განიხილავს.

იუვენტუსს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს და გუნდს ასეთი რეპუტაციის შენარჩუნება სურს. ჯორჯო კიელინის და ლეო ბონუჩის დუეტი წლების განმავლობაში გუნდს ღირსეულად ემსახურებოდა, თუმცა ორივე მათგანის საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა და იუვე მათ ღირსეულ შემცვლელებს ეძებს.

27 წლის ფეხბურთელი სევილიაში ნანტიდან გასულ ზაფხულს გადავიდა, თუმცა მისი შესანიშნავმა ფორმამ ევროპის გრანდების ყურადღება მიიქცია, მათ შორის იუვენტუსის და სევილიას ფეხბურთელის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.