Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი სეზონის სტარტს დიდი დანაკლისით ხვდება

გუშინ მოგახსენეთ, რომ იუვენტუსის უკანახაზელმა, ალექს სანდრომ ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო და ტესტირება მას დღეს უნდა გაეარა.

ცოტა ხნის წინ იუვენტუსმა დაადასტურა, რომ ბრაზილიელი უკანახაზელი გუნდს მინიმუმ 2 კვირა ვერ დაეხმარება.

სანდროს 15 დღეში განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა ბრაზილიელი მოედანზე დაბრუნებას.

იუვესთვის საბედნიეროდ, ვარჯიშს დაუბრუნდა პაულო დიბალა, თუმცა არგენტინელმა ვარჯიშის სრული სესიის ჩატარება ვერ მოახერხა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირლომ ის სამპდორიასთან მატჩში განაცხადში შეიყვანოს.

დიბალას და სანდროს გარდა, იუვენტუსს ხვალ ფედერიკო ბერნარდესკი და მატიას დე ლიხტი დააკლდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.