Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი სიტის მცველით ინტერესდება

რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერ სიტის ცენტრალური მცველის აიმერიკ ლაპორტეს ტრანსფერით ინტერესდება.

27 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი რუბენ დიასს და ჯონ სტოუნსს დაუთმო და შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, გუნდის დატოვების წინააღმდეგი არ არის.

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ვეტერანი კიელინი-ბონუჩის პოტენციური შემცვლელების ძიებაშია და თუ მანჩესტერ სიტი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას დათანხმდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ტრანსფერზე მუშაობას აუცილებლად დაიწყებს.