Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი სკამაკას ტრანსფერის დახურვას ცდილობს

SportItalia-ს და Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, დღეს იუვენტუსის და სასუოლოს წარმომადგენლები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ჯანლუკა სკამაკას იუვენტუსში ტრანსფერი განიხილეს.

წყაროების მტკიცებით, მხარეები ფეხბურთელის საორიენტაციო ფასზე შეთანხმებულები არიან, თუმცა ერთ დეტალზე ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმებას ვერ აღწევენ.

იუვენტუსს ფეხბურთელის იჯარით გაფორმება სურს, სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლებით, სასუოლოს კი კონტრაქტში გამოსყიდვის ვალდებულების მითითება სურს.