Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი სკამაკას ტრანსფერზე მუშაობს, თუმცა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, სასუოლოს გენერალური დირექტორი ჯოვანი კარნევალი რამდენიმე დღის წინ ტურინში იმყოფებოდა, რისი გამოყენებაც იუვენტუსის ხელმძღვანელობა სცადა და მასთან ჯანლუკა სკამაკას შესახებ მოლაპარაკებები გამართა, თუმცა უშედეგოდ.

იუვენტუსი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფორვარდის დამატებას გეგმავს და ჯანლუკა სკამაკა მათ სიაში ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია, მაგრამ ფინანსური სიტუაციის გამო ამ მომენტისთვის ბიანკონერის მხოლოდ იჯარის შეთავაზება შეუძლია, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

სასუოლო კი თავის მხრივ იტალიელი ფორვარდის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ დაინტერესებულ მხარეს სეზონის ბოლოს მისი 25 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრება, იუვეს კი ასეთ ფორმულა არ აკმაყოფილებს, რადგან ზაფხულში ისინი ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავენ.