Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი სპორტინგის ტალანტით ინტერესდება

მიმდინარე სეზონში იუვენტუსის ერთ-ერთ მთავარი პრობლემა მარცხენა ფლანგის უკანახაზი იყო და ბიანკონერი ამ პრობლემის მოგვარებას სპორტინგის ტალანტის გაფორმებით გეგმავს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსს სპორტინგის პორტუგალიელი მარცხენა მცველის ნუნო მენდეშის გაფორმება სურს, რომელიც დაახლოებით 25-30 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

18 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.