Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ტოლისოს ტრანსფერზე გააქტიურდა

ბიანკონერი სატრანსფერო ფანჯრისთვის აქტიურად ემზადება და საიდუმლო არავისთვისაა, რომ ტურინელების მთავარი ამოცანა ნახევარდაცვის გაძლიერება იქნება.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, იუვენტუსი კორენტინ ტოლისოს ტრანსფერზე გააქტიურდა და ბაიერნთან ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

მაქს ალეგრი ტოლისოს მახასიათებლების დიდი მოყვარულია და იუვენტუსი მის გაფორმებას ჯერ კიდევ 2017 წელს ცდილობდა, თუმცა მაშინ ფრანგმა ფეხბურთელმა ბაიერნში ტრანსფერი არჩია.

ტოლისოს ბაიერნთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულშ ეწურება და გავრცელებული ინფორმაციით, რეკორდმაისტერი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.