Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ტორინოს კიპერს დაიმატებს

იუვენტუსი ჯიჯი ბუფონის წასვლის შემდეგ მეორე კიპერის ძიებას განაგრძობს და იტალიური მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით ბიანკონერი ტორინოდან სალვატორე სირიგუს დაიმატებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, 34 წლის იტალიელ კარის დარაჯსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია და ტორინომ მას უკვე აცნობა, რომ ახალი გუნდის ძებნა დაიწყოს.

სირიგუს კონტრაქტი ტურინელებთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა წყაროს ცნობით, მხარეები დიდი ალბათობით ხელშეკრულებას ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტენ და იუვეს მისი უფასოდ დამატება შეეძლება.