Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ფატის ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსი ბარსელონას ახალგაზრდა ტალანტის ანსუ ფატის გაფორმებას გეგმავს.

ფეხბურთელს 18 წელი ოქტომბერში შეუსრულდა, თუმცა ამის მიუხედავად ის ბარსელონას ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად უკვე იქცა, რის გამოც ახალგაზრდა ფეხბურთელს ესპანეთის ნაკრებშიც დაუძახეს და უამრავ გრანდს მისი გაფორმება მოუნდა.

იუვე ფეხბურთელის გაფორმებას გასულ ზაფხულშიც ცდილობდა, თუმცა კატალონიელები მას მესის შემცვლელად მიიჩნევდნენ და ფეხბურთელის გაყიდვაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ფატის ხშირი ტრავმების გამო ბარსელონა შეწუხებულია და იმის შიშით, რომ მას მომავალში ფიზიკური კონდიცია პოტენციალის გამოვლენის შანსს არ მისცემს, მის გაყიდვას განიხილავენ.

აქვე უნდა ითქვას, რომ თუ იუვეს მისი გაფორმება სურს, ტურინელებს ძალიან მსუყე თანხის – დაახლოებით 80 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ…