Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი ფეხბურთელების გაშვებაზე მუშაობას განაგრძობს

ბიანკონერი გუნდიდან სამი ხედირას, მატია დე შილიოს და მარკო პიაცას გაშვებას გეგმავს, რაც გუნდს საკმაოდ მსუყე თანხას დაუზოგავს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვეს მთავარი ამოცანა ხელფასების შემცირებაა. კულულევსკის გუნდში მისვლით და ბლეიზ მატუიდის წასვლის, გუნდმა სეზონში 3 მილიონი ევრო დაზოგა.

მირალემ პიანიჩის მაგივრად გუნდს არტურ მელო შეუერთდა და ხელფასი 13 მილიონიდან 10 მილიონამდე შემცირდა.

უესტონ მაკკენი, რომელიც სამი ხედირას შემცვლელად მოვიდა, გუნდს 12 მილიონის ნაცვლად 5 მილიონი დაუჯდება.

ხედირას გარდა, ბიანკონერი დე შილიოს და პიაცას გაშვებას გეგმავს, რაც გუნდს 25 მილიონ ევროს შეუნარჩუნებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.