Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი – ფიორენტინას მთავარი არბიტრი რამდენიმე ტურს გამოტოვებს ?

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ იუვენტუსი – ფიორენტინას მთავარი არბიტრი, ფედერიკო ლა პენა დაშვებული შეცდომების გამო დაისაჯოს და რამდენიმე ტური გამოტოვოს.

მსაჯმა გუშინ ხუან კუადრადო მე-10 წუთზე მოედნიდან გააძევა და ყველა თანხმდება, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო, თუმცა შემდეგ ლა პენამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა.

პირველ რიგში მან მოედნიდან არ გააძევა ბორხა ვალერო, რომელმაც 50-ე წუთზე როდრიგო ბენტაკურის წინააღმდეგ უხეშობის გამო მეორე ყვითელი აშკარად დაიმსახურა.

ამის შემდეგ კი იყო 2 მომენტი, როდესაც მას ფიორენტინას კარში 11-მეტრიანის დანიშვნა მართებდა, თუმცა არც ერთ მათგანზე შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა.