Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ფიორენტინას ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

IlBianconero-ს ცნობით, იუვენტუსი ფიორენტინას მცველების გაცვლას შესთავაზებს.

წყაროს ინფორმაციით, ბიანკონერი მზად არის იებს ნიკოლა მილენკოვიჩის სანაცვლოდ დანიელე რუგანი და გარკვეული ფულადი დანამატი შესთავაზოს.

რუგანიმ გასული სეზონის მეორე ნახევარ იჯარის წესით კალიარიში გაატარა, თუმცა სარდინიელებმა მისი გამოსყიდვა არ ისურვეს და იტალიელი უკანახაზელი ტურინში დაბრუნდა.

ის მაქს ალეგრის გეგმებში არ შედის და ტურინელები დანიელეს გამოყენებას 23 წლის სერბი ცენტრალური მცველის ტრანსფერში შეეცდებიან.

მილენკოვიჩს ფიორენტინასთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მას გუნდის გამოცვლა სურს, ამიტომ იებს ფეხბურთელის გაყიდვა უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი უფასო დაკარგვა მოუწევთ.