Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი, ფიორენტინა და მილანი როვერ პლეიტის ფორვარდისთვის ბრძოლას განაგრძობენ

რივერ პლეიტის ახალგაზრდა ფორვარდი ხულიან ალვარესი უკვე დიდი ხანია, რაც იუვენტუსის, მილანის და ფიორენტინას სატრანსფერო სიაში მოხვდა.

21 წლის ფეხბურთელმა არგენტინის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, ამიტომ ევროპული გუნდების მხრიდან ინტერესი გასაკვირი არა რის.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ფიორენტინა მას დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელად მიიჩნევს, იუვენტუსი კი თავის მხრივ ალვარესის მიმართ გამოთქმული ინტერესით ფლორენციელებს აიძულებს, რომ ვლაჰოვიჩი ტურინში გაუშვას.

მილანი უკვე დიდი ხანია ახალგაზრდა ფორვარდის ძიებაშია და ალვარესი მათი პროექტის კრიტერიუმებში შესანიშნავად ჯდება, შედარებით იაფი ფეხბურთელი, რომელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და დიდი პოტენციალი აქვს.

რივერ პლეიტს თავის მხრივ ახალგაზრდა ტალანტთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, რომელიც 2022 წლის დეკემბერში იწურება, თუმცა რამდენად მოისურვებს ალვარესი არგენტინასი დარჩენას იმის ფონზე, რომ მას უამრავი გრანდი ეპატიჟება, რთული სათქმელია…