Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი შემადგენლობის გაახალგაზრდავებას განაგრძობს…

გუნდში ახალი დირექტორების მისვლის შემდეგ, იუვენტუსმა სატრანსფერო პოლიტიკა შეცვალა და გუნდი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების ტრანსფერებზე გადაერთო.

ტურინელებს შემადგენლობაში არაერთი უნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავთ და მათ გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კაიო ჟორჟე, მანუელ ლოკატელი, მოიზე კინი და მოჰამედ იჰატარენი დაემატნენ, რომელიც სამპდორიადან გუნდს სეზონის ბოლოს დაუბრუნდება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის ბოლოს იუვენტუსი ფიორენტინას დუშან ვლაჰოვიჩის და სამპდორიას მარცხენაე ვინგერის მიკელ დამსგაარდის გაფორმებას ეცდება.

21 წლის დანიელმა გასულ სეზონში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, შემდეგ კი ნაკრების რიგებში თავისი ტალანტის გამოვლენა მოახერხა და არაერთი გრანდის ინტერესი დაიმსახურა.

სამპდორიასა და იუვენტუსს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა, რაზეც რადუ დრაგუშინისა და იჰატარენის იჯარებიც მეტყველებენ და Calciomercato-ს ცნობით, ტურინელებს იმედი აქვთ სხვა დაინტერესებული მხარეების დამარცხებას და ახალგაზრდა ტალანტის გაფორმებას მოახერხებენ.