Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი შეტევის გასაძლიერებლად 2 თავისუფალ აგენტს უმიზნებს

იუვენტუსს ალვარო მორატას გარეშე ძალიან უჭირს და აშკარაა, რომ გუნდს ერთი ცენტრალური ფორვარდის დამატება აუცილებლად სჭირდება.

ჯერჯერობით პაულო დიბალა მის სათანადოდ შეცვლას ვერ ახერხებს და ტურინელები ახალი ფორვარდის ტრანსფერზე უკვე მუშაობენ.

Calciomercato-ს და Tuttojuve-ს ინფორმაციით, ბიანკონერის ხელმძღვანელობა ჟირუ-მილიკიდან ერთ-ერთს ზაფხულში უფასოდ დაიმატებს.

ორივე მათგანს გუნდებთან კონტრაქტები მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებათ. მილიკის ნაპოლიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია, ჟირუს გარშემო კი ჯერჯერობით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა დიდი ალბათობით ჩელსის ისიც დატოვებს.

იუვენტუსის გარდა, ორივე ფეხბურთელისთვის ინტერიც აპირებს ბრძოლას და დიდი ალბათობით ზაფხულში პარატიჩი-მაროტას დუელს ვიხილავთ.