Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი ჩალჰანოღლუს გაფორმების იმედს არ კარგავს

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი და ჩალჰანოღლუ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას კვლავ ვერ ახერხებენ. ფეხბურთელმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ აქამდე მოთხოვნილი 7 მილიონის ნაცვლად, ახალი ხელშეკრულებით მისი ხელფასი 6 მილიონი იყოს, თუმცა მილანი არც ამ თანხის გადახდას აპირებს.

რაც დრო გადის, ჩალჰანოღლუს მილანიდან წასვლის ალბათობა უფრო მატულობს და წყაროს მტკიცებით, იუვენტუსის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე კვირაა აწარმოებენ, თუმცა მათ სერიოზულ კონკურენციას მანჩესტერ იუნაიტედი უწევს.