Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი ჩალჰანოღლუს ტრანსფერში დაწინაურდა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, ჰაკან ჩალჰანოღლუს კონტრაქტთან დაკავშირებით კი ახალი არაფერი ისმის.

არაერთი იტალიური გამოცემის მტკიცებით, თურქი ფეხბურთელის გაფორმებით არაერთი იტალიური თუ ევროპული გრანდია დაინტერესებული, თუმცა მათ შორის იუვენტუსი ყველაზე დიდ ინტერესს იჩენს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ბებერი ქალბატონის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და ტურინელები მზად არიან, 26 წლის ფეხბურთელს სეზონში 6 მილიონი გადაუხადონ, თანხა, რომელსაც ის მილანისგან ითხოვს.