Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე კუადრადოს და დიბალას გარეშე ?

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგაზე კუადრადოს გარეშე მოუწიოს თამაში.

კოლუმბიელმა კუნთის ტრავმა ნაპოლისთან მატჩის პირველ ტაიმში მიიღო და ანდრეა პირლოს მისი შეცვლა ალექს სანდროთი მოუწია.

იუვენტუსი ოთხშაბათს პორტოში გაემგზავრება და ადგილობრივ პორტოს დაუპირისპირდება, თუმცა კუადრადოს მონაწილეობა ამ მატჩში ნაკლებად სავარაუდოა.

ასევე საეჭვოა პაულო დიბალას თამაშიც, რომელმაც ტრავმა 11 იანვარს მიიღო და მას შემდეგ არგენტინელს 10 მატჩის გამოტოვება მოუწია…