Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე დარეგისტრირდა

საინფორმაციო გამოცემა ANSA-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის სარეგისტრაციო წერილზე UEFA-სგან თანხმობა მიიღო და ბიანკონერი მომდევნო სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს.

UEFA ტურინელებს სუპერ ლიგის გამო ტურნირიდან მოკვეთით ემუქრებოდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მათ დაადასტურეს, რომ დისციპლინარულმა კომისიამ რეალის, ბარსელონას და იუვენტუსის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება შეაჩერეს.