იუვენტუსი ხიმენესის ტრანსფერისთვის ორ ფეხბურთელს დათმობს

ბიანკონერი მზად არის,რაულ ხიმენესის სატრანსფერო ფასის შესამცირებლად ფედერიკო ბერნარდესკი და დანიელე რუგანი გუნდიდან გაუშვას.

ნაპოლი და იუვენტუსი არკადიუშ მილიკის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან და მექსიკელი ფორვარდი ნელ-ნელა იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნე ხდება.

29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ვულვზი 50 მილიონ ევროს ითხოვს და ამის გამო მის გასაფორმებლად გამართულ რბოლას ლივერპული უკვე გამოეთიშა,თუმცა იუვენტუსი იმედს არ კარგავს.

ინგლისელებმა დანიელე რუგანის შეძენა გასულ ზაფხულს სცადეს,თუმცა ჯორჯო კიელინის ტრავმის შემდეგ იუვენტუსმა მისი გაყიდვა არ ისურვა.

კიდევ ერთი კანდიდატი,რომელსაც იუვენტუსი მექსიკელის სანაცვლოდ შეელევა – ფედერიკო ბერნარდესკია,რომელიც მაურიციო სარის ტაქტიკას ვერ შეეწყო და გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს.

თავის მომავალზე კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა.


„ვამაყობ,როდესაც ჩემს სახელს მანჩესტერ იუნაიტედის,მადრიდის რეალის,ბარსელონას,ლივერპულის და იუვენტუსის გვერდით ვხედავ.

„ეს სწორედ ის გუნდები არიან,რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას წერენ.ჩემი კარიერისთვის ამ გუნდებში გადასვლა არაჩვეულებრივი გაგრძელება იქნება.“

ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 23 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.