Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ჯეკოს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მორატას დარჩენის მიუხედავად მაქს ალეგრის სათადარიგოთა სკამის გაძლიერება სურს და იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ედინ ჯეკო იქნება, რომელიც ზამთარში ტურინულ გრანდთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ვეტერან ბოსნიელ ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიფორმებს, თუ მისი უფასოდ დამატება შეეძლება, თუმცა რომა, რომელთანაც ჯეკოს ხელშეკრულება მომდევნო სეზონის ბოლომდე აკავშირებს, 35 წლის ფორვარდის უფასოდ გაშვებას არ აპირებს.