Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი ჰაალანდის გაფორმების იმედს არ კარგავს

ერლინგ ჰაალანდი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფორვარდია და დორტმუნდს ძალიან გაუმართლა, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი ჰყავს.

ნორვეგიელი ფეხბურთელი მხოლოდ 20 წლის არის, თუმცა მან არაერთი რეკორდი უკვე მოხსნა და გაჩერებას აშკარად არ აპირებს.

დორტმუნდმა გასულ ზაფხულს იუვენტუსის და მანჩესტერის დამარცხება მოახერხა და ახალგაზრდა ტალანტი გაიფორმა, თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ გერმანული გუნდი ჰაალანდის ბოლო გაჩერება არ იქნება.

Corriere dello Sport-ის და Calciomercato-ს ინფორმაციით, ჰაალანდი გუნდს დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს დატოვებს და იუვეს მისი გაფორმების იმედი არ დაუკარგავს. ჰაალანდის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 2022 წლიდან 75 მილიონი ევროა, თუმცა არსებული ფინანსური კრიზისის გამო დორტმუნდმა შესაძლოა მისი გაყიდვა უფრო ადრე მოისურვოს და იუვე მზად არის, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

რა თქმა უნდა, ასეთი თანხის გადახდა მარტივი არ იქნება, თუმცა უკვე არაერთი წყარო ირწმუნება, რომ იუვე და დიბალა ახალი კონტრაქტის დეტალებზე ვერ თანხმდებიან და ლა ჯოიას გუნდიდან წასვლის ალბათობა იზრდება, არგენტინელის გაყიდვის შემთხვევაში კი ტურინელებს ჰაალანდის გასაფორმებლად საკმარისი თანხა ექნებათ…