Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი ჰაალანდის ტრანსფერისთვის იბრძოლებს

ესპანური და გერმანული მედია იუწყება, რომ სეზონის ბოლოს დორტმუნდის შემტევის, ერლინგ ჰაალანდის გასაფორმებლად რამდენიმე ევროპული გრანდი ემზადება, მათ შორის იუვენტუსი.

20 წლის ფეხბურთელს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო უწერია, რომელიც 1 სეზონის შემდეგ 70 მილიონამდე დაეცემა და დორტმუნდი შესაძლოა იძულებული გახდეს, რომ ჰაალანდი 1 წლის შემდეგ გაასხვისოს.

ტურინელების გარდა, ფეხბურთელის გაფორმება მანცესტერ იუნაიტედს, მადრიდის რეალს და მანჩესტერ სიტისაც სურთ.