Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი 3 თავისუფალ აგენტს აკვირდება

ეკონომიკური კრიზისის გამო, იუვენტუსი, როგორც სხვა ყველა გუნდი, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბევრი ფულის დახარჯვას ვერ მოახერხებს და შემადგენლობის გაძლიერებას თავისუფალი აგენტების გაფორმებით შეეცდება.

FantaCalcio-ს ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსი 3 ფეხბურთელს აკვირდება, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან.

პირველი მათგანი მადრიდის რეალის 29 წლის მარჯვენა გარემარბი ლუკას ვასკესი გახლავთ, მეორე 32 წლის ბაიერნის ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგია, მესამე კი ნაპოლის 29 წლის უკანახაზელი ნიკოლა მაკსიმოვიჩი.