Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი 3-მცველიან სისტემას უბრუნდება ?

ანტონიო კონტეს იუვენტუსიდან მოყოლებული, ბიანკონერი რამდენიმე სეზონი  3-მცველიანი სქემით თამაშობდა და ტურინელებს ბონუჩი-ბარძალი-კიელინის სახით გასული დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო დაცვითი ტრიო ჰყავდა.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბონუჩი, კარიერის პიკში მყოფი კიელინი და უმაღლესი საფეხბურთო ინტელექტის და გამოცდილების მქონე ანდრეა ბარძალი, ტრიოს კი ზურგს დიდებული ჯიჯი ბუფონი უმაგრებდა.

იუვეში ალეგრის მისვლის შემდეგ, ტურინელთა 3-მცველიანი სისტემა იმდენად სოლიდური იყო, რომ 2014 წელს მისი გამოყენება ალეგრიმაც გადაწყვიტა, თუმცა ნელ-ნელა ეს სქემა წარსულს ჩაბარდა და ალეგრიმ გუნდი თვის იდეებზე გადააწყო.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მაქს ალეგრი გუნდის დაბრუნებას 3-მცველიან ტაქტიკაზე სერიოზულად განიხილავს და BBC-ს ნაცვლად ამჯერად BCD-ს ტრიოს განიხილავს.

კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, ალეგრის ტაქტიკის მხრივ მეტი თვისუფლება მიეცა და 3-მცველიან სისტემაზე დაბრუნება საკმაოდ ლოგიკური იქნება, რადგან ტურინელებს არც თუ ისე ძლიერი ფლანგის მცველები ჰყავთ.