Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა არტურს ფასი დაადო

იტალიური მედიის ინფორმაციით, არტურ მელო მაქს ალეგრის გეგმებში არ შედის და ბიანკონერი ბრაზილიელი ფეხბურთელის გაყიდვას შეეცდება.

არტური იუვენტუსს გასული სეზონის სტარტზე ბარსელონადან 70 მილიონის (პიანიჩი და 12 მილიონი) სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ტრავმების და სხვა გაქტორების გამო თავის გამოჩენა ვერ მოახერხა და ერთი სეზონის შემდეგ, იუვენტუსი მზად არის ფეხბურთელი გაყიდოს.

ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, 24 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე ყველაზე მეტად პსჟ აქტიურობს და იუვენტუსი მზად არის არტური 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს.