Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა ატლეტიკოსგან უარი მიიღო

იუვენტუსი მადრიდის ატლეტიკოსთან ალვარო მორატას გამოსასყიდი თანხის შემცირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა როგორც ჩანს ესპანელები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.

მიმდინარე სეზონის ბოლოს ბიანკონერის მორატას გამოსყიდვა 35 მილიონად შეუძლია, თუმცა ტურინელებს ამ თანხის გადახდა არ სურთ და ატლეტიკოს ფასის დაკლება სთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს.

იუვენტუსმა ესპანელებს მორატას სანაცვლოდ უესტონ მაკკენიც შესთავაზა, თუმცა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანელები არც ამ ბარტერით არიან დაინტერესებულები და მორატას სანაცვლოდ კონტრაქტში მითითებულ 35 მილიონს ითხოვენ.

ტურინული გრანდი ზაფხულში დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას აპირებს და ნაკლებას სავარაუდოა, რომ მორატას გამოსასყიდი თანხის გადახდა მოისურვოს, ამიტომ მისი იუვენტუსიდან წასვლის სანსები იზრდება…